|
საქართველოს ეკონომიკისა და სამართლის სასწავლო უნივერსიტეტი Georgian Economy and Law Educational University
|
||
| მთავარი ჩვენს შესახებ ფაკულტეტები მეცნიერება სტუდენტი მობილობა ბიბლიოთეკა | ||
|
|
|
|
|
ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური
სასწავლო პროცესის მართვის და სამეცნიერო საქმიანობის კოორდინაციის სამსახური
|
“სესსუ”-ში სტუდენტის სტატუსის მოპოვება შესაძლებელია საგანმანათლებლო სფეროში მოქმედი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით - ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის, მობილობის და აღდგენის გზით; სტუდენტის სტატუსის შეჩერება 1. ”სესსუ”-ში სტუდენტს (როგორც ბაკალავრიატის, ასევე მაგისტრატურის საფეხურზე) სტუდენტის სტატუსი შეუჩერდება შემდეგ შემთხვევებში: · ადმინისტრაციული რეგისტრაციის გაუვლელობის შემთხვევაში; · ფინანსური რეგისტრაციის გაუვლელობის შემთხვევაში; · აკადემიური შვებულების შემთხვევაში; · სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის შემთხვევაში განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლამდე. 2. ადმინისტრაციული რეგისტრაციის ”სესსუ”-ს მიერ დადგენილ ვადებში გაუვლელობის შემთხვევაში, სტუდენტს ავტომატურ რეჟიმში შეუჩერდება სტუდენტის სტატუსი. 2.1 სტუდენტი სწავლას გააგრძელებს იმ სემესტრიდან, რომელ სემესტრშიც შეუჩერდა სტატუსი და გაივლის ადმინისტრაციულ რეგისტრაციას ”სესსუ”-ს დადგენილი წესით. 3. ფინანსური რეგისტრაციის ”სესსუ”-ს დადგენილი წესით გაუვლელობის შემთხვევაში ფაკულტეტის დეკანის წარდგინების საფუძველზე დირექტორის ბრძანებით სტუდენტს შეუჩერდება სტუდენტის სტატუსი. 3.1 სტუდენტი სწავლას გააგრძელებს იმ სემესტრიდან, რომელ სემესტრშიც შეუჩერდა სტატუსი და გაივლის ფინანსურ (შესაძლებელია ადმინისტრაციულ რეგისტრაციასთან ერთად) რეგისტრაციას ”სესსუ”-ს დადგენილი წესით. 4. სტუდენტს აკადემიური შვებულება ეძლევა: a) უცხო ქვეყანაში სწავლის გაგრძელების შემთხვევაში, მაგრამ არაუმეტეს 3 წლის ვადით. გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც დოკუმენტალურად დასტურდება სასწავლო პროგრამის მეტი ხანგრძლივობა; b) სავალდებული სამხედრო სამსახურში გაწვევის გამო; g) მძიმე ავადმყოფობის გამო; d) ორსულობისა და ახალშობილის მოვლის გამო (არაუმეტეს 2 სემესტრისა); e) სხვა საპატიო მიზეზით, ფაკულტეტის საბჭოს მიერ, კონკრეტული განცხადების განხილვის შემთხვევაში; 5. სტუდენტი სწავლას გააგრძელებს, იმ სემესტრიდან, რომელ სემესტრშიდაც შეუჩერდა სტატუსი; 6. სტუდენტის სტატუსის შეჩერებასთან დაკავშირებით ფაკულტეტის დეკანის წარდგინების საფუძველზე დირექტორი გამოსცემს ბრძანებას.
სტუდენტის სტატუსის შეწყვეტა
1. სტუდენტს ”სესსუ”-ში შეუწყდება სტუდენტის სტატუსი შემდეგ შემთხვევებში: a) საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების; b) პირადი განცხადების; d) ბაკალავრიატის საფეხურზე ერთიანი ეროვნული გამოცდებით ჩარიცხულთა “სესსუ”-ს მიერ, დადგენილ ვადაში ადმინისტრაციული რეგისტრაციის გაუვლელობის; e) საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებული სწავლის შედეგების მიღწევების შეუძლებლობა აკადემიური ხარისხის მოსაპოვებელ ვადებში; v) სტუდენტის სტატუსის შეჩერებიდან 5 წლის შემდეგ, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. z) კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენის გამო; თ) სტუდენტების, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის მიმართ უხეში და არაეთიკური დამოკიდებულების, რაც შეუძლებელს ხდის მათ შორის ურთიერთობის გაგრძელებას; i) გამომცდელზე მუქარით, ფიზიკური ან ფსიქიკური ზემოქმედებით, მოტყუებით თუ სხვა დაუშვებელი მეთოდებით და გზებით შეფასების მიღების მცდელობის; k) გარდაცვალების; 2. სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის კანდიდატს ეძლევა საშუალება მობილობის წესით გადავიდეს სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში; 3. სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის შესახებ სამართლებრივი აქტით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგები დგება ბრძანების გამოცემიდან ექვსი თვის შემდეგ. 4. სტატუსის შეწყვეტასთან დაკავშირებით ”სესსუ”-ს დირექტორი გამოსცემს შესაბამის ბრძანებას; სტუდენტის სტატუსის აღდგენა 1. ”სესსუ” ხელმძღვანელობს ”უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 4 თებერვლის #10/ნ ბრძანებით დადგენილი წესით; 2. სტუდენტის სტატუსი შეიძლება აღუდგეს პირს, რომელსაც ჩაბარებული აქვს ერთიანი ეროვნული გამოცდები, სტუდენტის სტატუსის შეწყვეტიდან 5 წლის განმავლობაში.
|
|
|
|
ვებ-გვერდის მესაკუთრე: შპს საქართველოს ეკონომიკისა და სამართლის სასწავლო უნივერსიტეტი ვებ-გვერდის შექმნის თარიღი: 03.04.2007. განახლებულია: 07/26/10 |
|
|
|
თბილისი, ვაჟა ფშაველას 44; ტელ: (995 32) 39 18 03; ელ. ფოსტა: sessu@sessu.edu.ge www.sessu.edu.ge |
|