|
საქართველოს ეკონომიკისა და სამართლის სასწავლო უნივერსიტეტი Georgian Economy and Law Educational University
|
||
| მთავარი ჩვენს შესახებ ფაკულტეტები მეცნიერება სტუდენტი მობილობა ბიბლიოთეკა | ||
|
|
მობილობის წესით ჩარიცხვის
კანდიდატთა საყურადღებოდ! გთხოვთ, მოგვმართოთ განცხადებით ჩარიცხვის თაობაზე და 15 აგვისტომდე წარმოადგინოთ თქვენი პირადი საქმის ასლები. |
|
|
ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური
სასწავლო პროცესის მართვის და სამეცნიერო საქმიანობის კოორდინაციის სამსახური
|
საქართველოს ეკონომიკისა და სამართლის სასწავლო უნივერსიტეტში (სესსუ) სტუდენტის სტატუსის მოპოვების, სტუდენტთა რეგისტრაციის, სტუდენტთა სტატუსის შეჩერების, სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის, სტუდენტის სტატუსის აღდგენის, მობილობის, ერთი საგანმანათლებლო პროგრამიდან სხვა საგანმანათლებლო პროგრამაზე გადასვლის წესი
სტუდენტის სტატუსის მოპოვება 1. ”სესსუ”-ში სტუდენტის სტატუსის მოპოვება შესაძლებელია საგანმანათლებლო სფეროში მოქმედი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით - ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის, მობილობის და აღდგენის გზით. 2. სესსუ-ში სწავლა ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი წესითა და დადგენილ ვადებში დასაშვებია: a) აბიტურიენტებისათვის, რომლებმაც უცხო ქვეყანაში მიიღეს სრული ზოგადი ან მისი ეკვივალენტური განათლება და სრული ზოგადი განათლების ბოლო 2 წელი ისწავლეს უცხო ქვეყანაში; b) სტუდენტებისათვის, რომლებიც უცხო ქვეყანაში ცხოვრობდნენ ბოლო 2 ან მეტი წლის განმავლობაში და სწავლობენ უცხო ქვეყანაში ამ ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში. 3. უცხო ქვეყნის მოქალაქეებისა და მოქალაქეობის არმქონე პირთათვის სესსუ განსაზღვრავს ადგილების რაოდენობას აკრედიტაციის შედეგად დადგენილი მისაღები კონტინგენტის ფარგლებში. სტუდენტთა რეგისტრაცია 1. სტუდენტი ვალდებულია ყოველ სემესტრში გაიაროს ფინანსური რეგისტრაცია ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში, მაგრამ სემესტრის დაწყებიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა. 2. სტუდენტი, რომელიც ეროვნული გამოცდების, მობილობის ან სტატუსის აღდგენის საფუძველზე ჩაირიცხა “სესსუ”-ში ვალდებულია გაიაროს ადმინისტრაციული, ფინანსური და აკადემიური რეგისტრაცია, შესაბამისი სემესტრის დაწყებიდან არაუგვიანეს ათი სამუშაო დღისა. 3. სტუდენტი, რომელიც არ გაივლის ფინანსურ რეგისტრაციას დადგენილ ვადაში, შეუჩერდება სტუდენტის სტატუსი, გარდა პატივსადები მიზეზისა. ასეთის არსებობის შემთხვევაში, სტუდენტს განესაზღვრება სწავლების საფასურის გადახდის გონივრული ვადა, ”სესსუ”-ს დირექტორის ბრძანებით.
სტუდენტის სტატუსის შეჩერება 1. ”სესსუ”-ში სტუდენტს (როგორც ბაკალავრიატის, ასევე მაგისტრატურის საფეხურზე) სტუდენტის სტატუსი შეუჩერდება შემდეგ შემთხვევებში: · ადმინისტრაციული რეგისტრაციის გაუვლელობის შემთხვევაში; · ფინანსური რეგისტრაციის გაუვლელობის შემთხვევაში; · აკადემიური შვებულების შემთხვევაში; · კრედიტის მოუპოვებლობის გამო განმეორებით სწავლებას დაქვემდებარება, ამ დებულების მე-16 მუხლით განსაზღვრულ შემთხვევებში; · სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის შემთხვევაში განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლამდე. 2. სტუდენტს აკადემიური შვებულება ეძლევა: a) უცხო ქვეყანაში სწავლის გაგრძელების შემთხვევაში, მაგრამ არაუმეტეს 3 წლის ვადით. გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც დოკუმენტალურად დასტურდება სასწავლო პროგრამის მეტი ხანგრძლივობა; b) სავალდებული სამხედრო სამსახურში გაწვევის გამო; g) მძიმე ავადმყოფობის გამო; d) ორსულობისა და ახალშობილის მოვლის გამო (არაუმეტეს 2 სემესტრისა); e) სხვა საპატიო მიზეზით, ფაკულტეტის საბჭოს მიერ, კონკრეტული განცხადების განხილვის შემთხვევაში; 3. სტუდენტი სწავლას გააგრძელებს, იმ სემესტრიდან, რომელ სემესტრშიდაც შეუჩერდა სტატუსი; 4. სტუდენტის სტატუსის შეჩერებასთან დაკავშირებით ფაკულტეტის დეკანის წარდგინების საფუძველზე დირექტორი გამოსცემს ბრძანებას.
სტუდენტის სტატუსის შეწყვეტა 1. სტუდენტს ”სესსუ”-ში შეუწყდება სტუდენტის სტატუსი შემდეგ შემთხვევებში: a) საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების; b) პირადი განცხადების; g) ბაკალავრიატის საფეხურზე ერთიანი ეროვნული გამოცდებით ჩარიცხულთა “სესსუ”-ს მიერ, დადგენილ ვადაში ადმინისტრაციული რეგისტრაციის გაუვლელობის; d) საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებული სწავლის შედეგების მიღწევების შეუძლებლობა აკადემიური ხარისხის მოსაპოვებელ ვადებში; v) სტუდენტის სტატუსის შეჩერებიდან 5 წლის შემდეგ, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. z) კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენის გამო; თ) სტუდენტების, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის მიმართ უხეში და არაეთიკური დამოკიდებულების, რაც შეუძლებელს ხდის მათ შორის ურთიერთობის გაგრძელებას; i) გამომცდელზე მუქარით, ფიზიკური ან ფსიქიკური ზემოქმედებით, მოტყუებით თუ სხვა დაუშვებელი მეთოდებით და გზებით შეფასების მიღების მცდელობის; k) გარდაცვალების; 2. სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის კანდიდატს ეძლევა საშუალება მობილობის წესით გადავიდეს სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში; 3. სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის შესახებ სამართლებრივი აქტით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგები დგება ბრძანების გამოცემიდან ექვსი თვის შემდეგ. 4. სტატუსის შეწყვეტასთან დაკავშირებით ”სესსუ”-ს დირექტორი გამოსცემს შესაბამის ბრძანებას;
სტუდენტის სტატუსის აღდგენა ”სესსუ” ხელმძღვანელობს ”უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 4 თებერვლის #10/ნ ბრძანებით დადგენილი წესით;
მობილობა ”სესსუ” ხელმძღვანელობს ”უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 4 თებერვლის #10/ნ ბრძანებით დადგენილი წესით.
” სესსუ”-ს ერთი საგანმანათლებლო პროგრამიდან სხვა საგანმანათლებლო პროგრამაზე გადასვლის წესი 1. სტუდენტს აქვს უფლება, უმაღლესი განათლების ერთი საფეხურის ფარგლებში, გადავიდეს ერთი საგანმანათლებლო პროგრამიდან მეორე საგანმანათლებლო პროგრამაზე. 2. ერთი საგანმანათლებლო პროგრამიდან მეორეზე გადასვლა განხორციელდება სემესტრის დაწყებამდე. 3. სტუდენტი ერთი საგანმანათლებლო პროგრამიდან მეორეზე გადასვლის შემთხვევაში, განცხადებით მიმართვის იმ ფაკულტეტის დეკანს, რომელ ფაკულტეტზეც ხორციელდება სტუდენტის მიერ არჩეული საგანმანათლებლო პროგრამა. 4. “სესსუ”-ში მოქმედი მობილობის ან სტუდენტის სტატუსის აღდგენის შემთხვევებში კრედიტების აღიარების წესით დადგენილი პროცედურების დაცვით ხდება სტუდენტის მიერ გავლილი პროგრამის შესაბამისობის დადგენა ახალ საგანმანათლებლო პროგრამასთან. მიღებული გადაწყვეტილების თაობაზე დეკანი აკეთებს წარდგინებას დირექტორის სახელზე, დირექტორი გამოსცემს ბრძანებას სტუდენტის ერთი საგანმანათლებლო პროგრამიდან, მეორე საგანმანათლებლო პროგრამაზე გადაყვანის მიზანშეწონილობის შესახებ.
აკრედიტაციის ეროვნულ ცენტრში დაფიქსირდა საქართველოს ეკონომიკისა და სამართლის სასწავლო უნივერსიტეტში არსებული ვაკანტური ადგილები მობილობისათვის:
2 ადგილი - ეკონომიკისა და სამართლის ფაკულტეტზე და 2 ადგილი - იურიდიულ ფაკულტეტზე
|
|
|
|
||
|
|
ვებ-გვერდის მესაკუთრე: შპს საქართველოს ეკონომიკისა და სამართლის სასწავლო უნივერსიტეტი ვებ-გვერდის შექმნის თარიღი: 03.04.2007. განახლებულია: 08/05/10 |
|
|
|
თბილისი, ვაჟა ფშაველას 44; ტელ: (995 32) 39 18 03; ელ. ფოსტა: sessu@sessu.edu.ge www.sessu.edu.ge |
|