საქართველოს ეკონომიკისა და სამართლის სასწავლო უნივერსიტეტი

Georgian Economy and Law Educational University

 

მთავარი      ჩვენს შესახებ       ფაკულტეტები      მეცნიერება      სტუდენტი       მობილობა       ბიბლიოთეკა 

 კ ო ნ ფ ე რ ე ნ ც ი ე ბ ი

 

 

საერთაშორისო                 საუნივერსიტეტთაშორისო                   სტუდენტური

სტრუქტურა

დირექტორი

აკადემიური პერსონალი

ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური

სასწავლო პროცესის მართვის  და  სამეცნიერო  საქმიანობის  კოორდინაციის  სამსახური

სამართლებრივი აქტები

სესსუ-ს კატალოგი

            საქართველოს ეკონომიკისა და სამართლის სასწავლო უნივერსიტეტი 2010 წლის 20-21 ნოემბერს ატარებს პირველ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას თემაზე   ”ბიზნესის განვითარების პერსპექტივები გარდამავალი ეკონომიკის ქვეყნებში: ორგანიზაციულ-სამართლებრივი ასპექტები”.             

                                    (არეგისტრაციო ბარათი)

კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტი:

1. სერგო მელაძე საორგანიზაციო კომიტეტითავმჯდომარე, საქართველოს ეკონომიკისა და სამართლის სასწავლო უნივერსიტეტის დირექტორი, აკადემიური დოქტორი.

2. ლარისა ყორღანაშვილისაორგანიზაციო კომიტეტითავმჯდომარის მოადგილე, სესსუ-ს სასწავლო პროცესის მართვისა და სამეცნიერო საქმიანობის კოორდინაციის სამსახურის უფროსი, სრული პროფესორი, ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი.

3. ნუნუ რაფავა საორგანიზაციო კომიტეტის მდივანი, სესსუ-ს სასწავლო პროცესის მართვისა და სამეცნიერო საქმიანობის კოორდინაციის სამსახურის მთავარი სპეციალისტი.

წევრები:

1. რამაზ აბესაძე  სესსუ-ს სრული პროფესორი, პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტის დირექტორი, ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი.

2. ნესტან აკობია - სესსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, ასოცირებული პროფესორი, ფილოლოგიის დოქტორი.

3.  ესტატე ბოლოკაძე სესსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელი, სრული პროფესორი, ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი.

4. გულნაზ ერქომაიშვილი სესსუ-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი, სრული პროფესორი, ეკონომიკის აკადემიური დოქტორი.

6. თეა ლაზარაშვილი - სესსუ-ს სრული პროფესორი, ეკონომიკის აკადემიური დოქტორი.

7. რევაზ მელაძე სესსუ-ს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი, სრული პროფესორი, ფიზიკა-მათემატიკის აკადემიური დოქტორი.

8. რუსუდან სირბილაძე საქართველოს ეკონომიკისა და სამართლის სასწავლო უნივერსიტეტის დირექტორის მოადგილე, ასოცირებული პროფესორი, ეკონომიკის აკადემიური დოქტორი.

9. ნანი სიხარულიძე საქართველოს ეკონომიკისა და სამართლის სასწავლო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი.  

10. დავით სუხიტაშვილი სესსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის დეკანი, ასოცირებული პროფესორი, სამართალმცოდნეობის აკადემიური დოქტორი.

11. მამუკა ხუსკივაძე სესსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანი, ასოცირებული პროფესორი, ეკონომიკის აკადემიური დოქტორი.

ონფერენციის  საორგანიზაციო  კომიტეტის მისამართი და საკონტაქტო ტელეფონები:

თბილისი, ვაჟა ფშაველას პრ. 44

ტელ:   (+995 32), 39-18-03; (+995 32) 39-87-25

ფაქსი: (+995 32)

ელ. ფოსტა: sessu.conference@sessu.edu.ge     sessu.conference@yahoo.com

 

კონფერენციის პროგრამით გათვალისწინებულია შემდეგი მიმართულებები:

·         ბიზნესის განვითარების თანამედროვე პრობლემები გარდამავალი ეკონომიკის ქვეყნებში;

·         ბიზნესის მართვის თეორიულ-მეთოდოლოგიური და პრაქტიკული ასპექტები;

·         ბიზნესის მარკეტინგული კვლევები;

·         ბიზნესის ტრანსნაციონალიზაცია, ინტერნაციონალიზაცია და გლობალიზაცია;

·         ბიზნესის გარემო;

·         ინოვაციები ბიზნესში;

·         მცირე ბიზნესი  თანამედროვე ეკონომიკაში;

·         ოფშორული ბიზნესი;

·         ბიზნესის ინფორმაციული უზრუნველყოფა;

·         საერთაშორისო თანამშრომლობა ბიზნესის სფეროში;

·         ბიზნესის ფინანსები;

·         ბიზნესგანათლება;

·         ბიზნესის ინფრასტრუქტურა;

·         ბიზნესის სამართლებრივი უზრუნველყოფის თეორიულ-მეთოდოლოგიური და პრაქტიკული ასპექტები;

·         ბიზნესის სახელმწიფო რეგულირება;

·         ბიზნესის სხვა ასპექტები.

კონფერენციის სამუშაო ენებია: ქართული, ინგლისური და რუსული.

კონფერენციაში მონაწილეობისათვის მასალების წარმოდგენა:

კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებმა 2010  წლის 25 ოქტომბრამდე უნდა წარმოადგინონ:

·         მოხსენება ქართულ, ინგლისურ და რუსულ ანოტაციებთან ერთად.

·         სარეგისტრაციო ბარათი.

მოხსენებებისა და ანოტაციების გაფორმება:

მოხსენება შეიძლება დაწერილი იყოს ქართულ, ინგლისურ ან რუსულ ენებზე.

მოხსენება წარმოდგინილი უნდა იყოს ელექტრონული ვერსიისა და ნაბეჭდი სახით.

მოხსენების ორიგინალი ხელმოწერილი უნდა იყოს ავტორის მიერ, ხოლო თანაავტორობის შემთხვევაში  - ყველა ავტორის მიერ, სახელის, გვარის, სამუშაო ადგილის, აკადემიური (სამეცნიერო) ხარისხის, დაკავებული თანამდებობის, სრული საფოსტო მისამართის, ტელეფონის, ფაქსის, ელექტრონული ფოსტის მითითებით.

მოხსენების მოცულობა, ლიტერატურისა და რეზიუმეების ჩათვლით, არ უნდა აღემატებოდეს A4  ფორმატის 10 ნაბეჭდ გვერდს.        

მოხსენება შესრულებული უნდა იყოს შემდეგი სახით:

ფონტი AcadNusx (ქართული ტექსტისათვის) და Times New Roman (სტილი Normal), (ინგლისური და რუსული ტექსტისათვის);

შრიფტის ზომა – 12;

სტრიქონთაშორისი ინტერვალი - 1;

ნახატები, გრაფიკები, სქემები და ა. შ. - ფორმატში TIFF 300dpi; 600dpi;

ფორმულები აიკრიფოს ფორმულების რედაქტორში Microsoft equation 2.0 (2.1.).

ავტორის (ავტორების) სახელი და გვარი უნდა დაიბეჭდოს ზედა მარცხენა კუთხეში აკადემიური ხარისხისა და თანამდებობის მითითებით; 

2 ინტერვალის შემდეგ სტრიქონის შუა ნაწილში იბეჭდება სტატიის სახელწოდება მთავრული ასოებით (Bold);

1 ინტერვალის შემდეგ მიეთითება ქალაქი და ორგანიზაციის დასახელება.

1,5 ინტერვალის შემდეგ იბეჭდება მოხსენების ტექსტი, ბოლოში –ანოტაციები. ინგლისურ და რუსულ ანოტაციებს უნდა მიეთითოს ავტორის სახელი და გვარი, აკადემიური ხარისხი და თანამდებობა,  მოხსენების სათაური,  ქალაქი და ორგანიზაციის დასახელება

ლიტერატურის დასახელება უნდა მოთავსდეს სტატიის ბოლოს ერთიანი სიის სახით. წიგნის მითითებისას დაცული უნდა იყოს შემდეგი თანამიმდევრობა: ავტორის გვარი და ინიციალები, წიგნის დასახელება, ტომი (ასეთის არსებობის შემთხვევაში), გამოცემის ადგილი, გამომცემლობა, წელი, ხოლო საჟურნალო სტატიისათვის - ავტორის გვარი და ინიციალები, სტატიის დასახელება, ჟურნალის სახელწოდება, წელი, ტომი, ნომერი, გვერდები.

ლიტერატურული წყარო მიეთითება კვადრატულ ფრჩხილებში შემდეგი სახით [1, 15], სადაც პირველი ციფრი შეესაბამება ციტირებული წყაროს რიგით ნომერს გამოყენებული ლიტერატურის სიაში, ხოლო მეორე ციფრი - იმ გვრდს, საიდანაც აღებულია ციტატა.

ლიტერატურის ნომერი სიაში უნდა შეესაბამებოდეს ტექსტში მისი მოხსენიების თანამიმდევრობას

მოხსენებაში წარმოდგენილი ცხრილები, გრაფიკები და სქემები უნდა განლაგდეს მათი მითითების ადგილზე. თუ იქ ადგილი არაა საკმარისი ადგილი, მათი მოთავსება შეიძლება შემდეგ გვერდზე. ცხრილებს, გრაფიკებსა და სქემებს უნდა ჰქონდეს ნუმერაცია და დასახელება, საჭიროების შემთხვევაში - დამატებითი განმარტებები.

მოხსენება, რომელიც არ პასუხობს გაფორმებისადმი წაყენებულ მოთხოვნებს, გამოსაქვეყნებლად არ მიიღება.

საორგანიზაციო კომიტეტი ახდენს სტატიების შერჩევას კონფერენციის თემატიკის, თემის აქტუალურობისა და მეცნიერული კვლევის დონის გათვალისწინებით.

წარმოდგენილი მოხსენებები ავტორებს არ უბრუნდებათ.

 კონფერენცია ტარდება სესსუ-ს ხარჯებით.                                                                      (არეგისტრაციო ბარათი)

                            

 

 

2010 წლის 26 ივნისს  1000   სთ–ზე   ჩატარდა

 

საუნივერსიტეტთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია

 

თემაზე: ეკონომიკისა და ბიზნესის განვითარების

ტენდენციები  საქართველოში

 

კონფერენციის პროგრამით გათვალისწინებულია შემდეგი სექციების მუშაობა:

  1. საქართველოს ეკონომიკური განვითარების ტენდენციები;

  2. ბიზნესის განვითარების მდგომარეობა და პერსპექტივები საქართველოში;

  

კონფერენციის კრებული გამოცემა კონფერენციის ჩატარების თარიღამდე.

სტატიების გამოქვეყნება უფასოა.

 

კონფერენციაში მონაწილეობისათვის მასალების წარმოდგენის ვადები და წესი:

კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებმა 2010 წლის 10 მაისამდე უნდა წარმოადგინონ სტატიების ელექტრონული ვერსიები შემდეგი წესების დაცვით:

-       ნაშრომი და რეზუმეები წარმოდგენილი უნდა იყოს A4 ფორმატით. მინდორი: ზედა – 2,0 სმ, ქვედა – 2,0 სმ, მარცხენა – 2,0 სმ, მარჯვენა – 2.0 სმ;

-       შრიფტი Sylfaen ან Times New Roman, სტილი Normal, შრიფტის ზომა – 11;

-       სტატიები მიეწოდება ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: sessu.conference@yandex.ru      ან მე-2 სართული, ოთახი 205.

                            სტატიის მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 6 გვერდს.

 

კონფერენციის ჩატარების ადგილი და  საკონტაქტო რეკვიზიტები:

მისამართი: საქართველოს ეკონომიკისა და სამართლის სასწავლო უნივერსიტეტი, ვაჟა–ფშაველას გამზ. 42–44 (მეტრო დელისთან). T. 39-18-75. 899 25 20 80

 

 

 

        საუნივერსიტეტთაშორისო სტუდენტური კონფერენცია

საქართველოს ეკონომიკისა და სამართლის სასწავლო უნივერსიტეტისა და პაატა გუგუშვილის ეკონომიკის ინსტიტუტის ორგანიზებით ა/წ 21 მაისს ჩატარდა  საუნივერსიტეტთაშორისო სტუდენტური კონფერენცია  "ეკონომიკური და სამართლებრივი განვითარების პრობლემები და პერსპექტივები საქართველოში".

   კონფერენცია გახსნა საქართველოს ეკონომიკისა და სამართლის სასწავლო უნივერსიტეტის ხარისხის სამსახურის უფროსმა პროფესორმა რევაზ მელაძემ. იგი მიესალმა კონფერენციის მონაწილეებს და აღნიშნა, რომ საუნივერსიტეტთაშორისო სტუდენტური კონფერენცია მიზნად ისახავს სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტთა აზრთა გაცვლას და დაახლოებას. ხაზი გაუსვა იმასაც, რომ "საქართველოს ეკონომიკისა და სამართლის ინსტიტუტს" შეეცვალა სახელწოდება და ამჟამად ფუნქციონირებს, როგორც "საქართველოს ეკონომიკისა და სამართლის სასწავლო უნივერსიტეტი" (სესსუ). მან მონაწილეებს წარმატება უსურვა.

   კონფერენციის მუშაობაში საქართველოს ეკონომიკისა და სამართლის სასწავლო უნივერსიტეტთან ერთად მონაწილეობა მიიღეს: ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტის, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ბათუმის საზღვაო აკადემიის, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის, თბილისის დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტის, გურამ თავართქილაძის უნივერსიტეტის, კავკასიის ბიზნეს სკოლის, სოხუმის უნივერსიტეტის, თბილისის უნივერსიტეტის, უნივერსიტეტი "მეტეხის" 67-მა სტუდენტმა და მაგისტრანტმა.

  კონფერენციის რეგლამენტი ითვალისწინებდა პლენარულ და სექციურ მუშაობას.   

   პლენარულ სხდომაზე მოხსენებით გამოვიდნენ: იორგი მახარაძე (ბრენდინგის ეკონომიკურ-ფსიქოლოგიური ასპექტები, სესსუ  III კურსი), ილი წვერავა, ინო პატარიძე ("ანგელოზების" როლი ქართული ბიზნესის განვითარებაში, თსუ IV კურსი), ემურ ასანიძე, ამარ გვასალია (აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სახელმწიფოდ აღიარების საერთაშორისო სამართლებრივი საფუძვლები და თანამედროვე პრობლემატიკა, სესსუ  III კურსი), ინა გილანელი (ბანკების მართვის ზოგადი სტრატეგია დინამიურ გარემოში, თსუ _ III კურსი), კაკი კამლაძე, ესიკ ჭელიძე (მოტივაცია  მართვის ეფექტიანი მექანიზმი, სესსუ III კურსი), ათია მელითაური (დაზღვევის იმიტაციური მოდელი აგრარულ სექტორში, თსუ  III კურსი), ინათინ ჭიკაიძე (არასრულწლოვანთა სამართალდარღვევები და მათი გამომწვევი მიზეზები, სესსუ _ III კურსი).

    კონფერენციის მონაწილე სტუდენტები და მაგისტრანტები მრავალფეროვანი მოხსენებებით წარდგნენ მსმენელთა წინაშე. პლენარული სხდომის დასრულების შემდეგ მუშაობა გაგრძელდა 4 სექციაში: საქართველოს ეკონომიკური განვითარების ტენდენციები (ხელმძღვნელი სრ. პროფ. ულნაზ ერქომაიშვილი), ბიზნესის განვითარების მდგომარეობა და პერსპექტივები (ხელმძღვანელი სრ. პროფ. არისა ყორღანაშვილი), საბაზრო ეკონომიკის პრობლემები და სამართალი, სიახლენი სისხლის სამართლის კანონმდებლობაში (ხელმძღვნელი ასოც. პროფ. ავით სუხიტაშვილი), ინგლისურენოვანი სექცია (ხელმძღვანელი ასოც. პროფ. ანანა ბელთაძე), სადაც სტუდენტებმა ინგლისურ ენაზე წარმოადგინეს მოხსენებები.

    სექციებში მუშაობის დამთავრების შემდეგ გაიმართა მრგვალი მაგიდა. კონფერენციის მუშაობა წარმატებულად შეფასდა და მიღებულ იქნა გადაწყვეტილება კონფერენციის ყოველწლიურად ჩატარების მიზანშეწონილობის შესახებ. მონაწილეებს გადაეცათ სიგელები და მოხსენებათა თეზისების კრებულები.

                                  საქართველოს ეკონომიკისა და სამართლის სასწავლო    

                         უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

Free Counters

ვებ-გვერდის მესაკუთრე: შპს საქართველოს ეკონომიკისა და სამართლის სასწავლო უნივერსიტეტი

ვებ-გვერდის შექმნის თარიღი: 03.04.2007.  განახლებულია: 07/18/10

 
თბილისი, ვაჟა ფშაველას 44; ტელ: (995 32) 39 18 03; ელ. ფოსტა: sessu@sessu.edu.ge   www.sessu.edu.ge