|

სტრუქტურა

დირექტორი

აკადემიური პერსონალი

ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური

სასწავლო პროცესის მართვის და
სამეცნიერო საქმიანობის კოორდინაციის სამსახური

სამართლებრივი აქტები

სესსუ-ს კატალოგი
|
ჟურნალი
”ეკონომიკა და სამართალი”
ჟურნალის
მიზანია
სესსუ-ში მოღვაწე აკადემიური პერსონალისა და მოწვეული პროფესორების
სამეცნიერო მიღწევების პოპულარიზაცია.
ჟურნალში
გამოქვეყნდება სტატიები, რომლებიც ეხება ეკონომიკისა და სამართლის აქტუალურ
საკითხებს. პერიოდულად დაიბეჭდება ინფორმაცია სესსუ-ს საქმიანობის,
კონფერენციებისა და სხვა სამეცნიერო ღონისძიებების შესახებ, აგრეთვე
რეცენზიები მონოგრაფიებზე, სახელმძღვანელოებსა და დამხმარე
სახელმძღვანელოებზე.
ჟურნალი
გამოიცემა
წელიწადში
2-ჯერ.
სტატიების მიღების წესები
- ჟურნალში
სტატიის
გამოქვეყნება
შეუძლიათ
სესსუ-ს
აკადემიურ პერსონალსა და მოწვეულ პროფესორებს, აგრეთვე იმ უმაღლესი
სასწავლებელებისა და კვლევითი დაწესებულებების თანამშრომლებს,
რომლებთანაც სესსუ-ს გაფორმებული აქვს ხელშეკრულება თანამშრომლობის
შესახებ.
- სტატია
შეიძლება დაწერილი იყოს ქართულ, ინგლისურ ან რუსულ ენებზე.
- სტატია
წარმოდგინილი უნდა იყოს ელექტრონული ვერსიისა და ნაბეჭდი სახით.
- სტატიის
ორიგინალი ხელმოწერილი უნდა იყოს ავტორის მიერ, ხოლო თანაავტორობის
შემთხვევაში - ყველა ავტორის მიერ, სახელის, გვარის, სამუშაო ადგილის,
აკადემიური (სამეცნიერო) ხარისხის, დაკავებული თანამდებობის, სრული
საფოსტო მისამართის, ტელეფონის, ფაქსის, ელექტრონული ფოსტის მითითებით.
- სტატიის
მოცულობა, ლიტერატურისა და რეზიუმეების ჩათვლით, არ უნდა აღემატებოდეს
A4 ფორმატის 10 ნაბეჭდ გვერდს.
-
სტატია
შესრულებული
უნდა
იყოს
შემდეგი სახით:
-
ფონტი
AcadNusx
(ქართული ტექსტისათვის) და
Times New Roman
(სტილი
Normal),
(ინგლისური
და რუსული ტექსტისათვის);
-
შრიფტის ზომა – 12;
-
სტრიქონთაშორისი ინტერვალი - 1;
-
ნახატები, გრაფიკები, სქემები და ა. შ. - ფორმატში
TIFF 300dpi;
600dpi;
-
ფორმულები აიკრიფოს ფორმულების რედაქტორში
Microsoft equation
2.0 (2.1.)
-
ავტორის
(ავტორების) სახელი და გვარი უნდა დაიბეჭდოს ზედა მარცხენა კუთხეში
აკადემიური ხარისხისა და თანამდებობის მითითებით;
2
ინტერვალის შემდეგ სტრიქონის შუა ნაწილში იბეჭდება სტატიის სახელწოდება
მთავრული ასოებით (Bold);
1
ინტერვალის შემდეგ მიეთითება ქალაქი და ორგანიზაციის დასახელება.
-
1,5 ინტერვალის შემდეგ იბეჭდება სტატიის ტექსტი, ბოლოში –
რეზიუმეები. ინგლისურ და რუსულ რეზიუმეებს უნდა მიეთითოს ავტორის
სახელი და გვარი, აკადემიური ხარისხი და თანამდებობა, მოხსენების
სათაური, ქალაქი და ორგანიზაციის დასახელება (მე-7 პუნქტის
მოთხოვნების შესაბამისად)
-
ლიტერატურის დასახელება უნდა მოთავსდეს სტატიის ბოლოს ერთიანი სიის
სახით. წიგნის მითითებისას დაცული უნდა იყოს შემდეგი თანამიმდევრობა:
ავტორის გვარი და ინიციალები, წიგნის დასახელება, ტომი (ასეთის
არსებობის შემთხვევაში), გამოცემის ადგილი, გამომცემლობა, წელი, ხოლო
საჟურნალო სტატიისათვის - ავტორის გვარი და ინიციალები, სტატიის
დასახელება, ჟურნალის სახელწოდება, წელი, ტომი, ნომერი, გვერდები.
-
ლიტერატურული წყარო მიეთითება კვადრატულ ფრჩხილებში შემდეგი სახით [1,
15], სადაც პირველი ციფრი შეესაბამება ციტირებული წყაროს რიგით ნომერს
გამოყენებული ლიტერატურის სიაში, ხოლო მეორე ციფრი - იმ გვერდს,
საიდანაც აღებულია ციტატა.
-
ლიტერატურის ნომერი სიაში უნდა შეესაბამებოდეს ტექსტში მისი
მოხსენიების თანამიმდევრობას.
-
სტატიაში წარმოდგენილი ცხრილები, გრაფიკები და სქემები უნდა განლაგდეს
მათი მითითების ადგილზე. თუ იქ ადგილი არაა საკმარისი, მათი მოთავსება
შეიძლება შემდეგ გვერდზე. ცხრილებს, გრაფიკებსა და სქემებს უნდა
ჰქონდეს ნუმერაცია და დასახელება, საჭიროების შემთხვევაში - დამატებითი
განმარტებები.
- სტატია,
რომელიც არ პასუხობს გაფორმებისადმი წაყენებულ მოთხოვნებს,
გამოსაქვეყნებლად არ მიიღება.
-
სარედაქციო კოლეგია ახდენს სტატიების შერჩევას ჟურნალის თემატიკის,
თემის აქტუალურობისა და მეცნიერული კვლევის დონის გათვალისწინებით.
- სტატია
ექვემდებარება რეცენზირებას.
-
წარმოდგენილი სტატიები ავტორებს არ უბრუნდებათ.
დაიწყო სტატიების მიღება!
ჟურნალის პირველი
ნომრისათვის სტატიების
წარმოდგენის
ბოლო
ვადაა
2010
წლის
1
ოქტომბერი. |