|
საქართველოს ეკონომიკისა და სამართლის სასწავლო უნივერსიტეტი Georgian Economy and Law Educational University
|
||
| მთავარი ჩვენს შესახებ ფაკულტეტები მეცნიერება სტუდენტი მობილობა ბიბლიოთეკა | ||
|
|
საკონტაქტო ინფორმაცია ჩვენს შესახებ (სლაიდები) |
|
|
ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური
სასწავლო პროცესის მართვის და სამეცნიერო საქმიანობის კოორდინაციის სამსახური
|
საქართველოს ეკონომიკისა და სამართლის სასწავლო უნივერსიტეტი არის მოსკოვის კოოპერაციული ინსტიტუტის თბილისის ფილიალის სამართალმემკვიდრე, რომელიც დაარსდა 1965 წელს. მის ბაზაზე, საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ მინისტრის 1995 წლის 20 ივლისის ¹473ბ განკარგულებით, დაარსდა შპს ”ცეკავშირის თბილისის კოოპერაციული ინსტიტუტი”. შემდგომში ხდებოდა მისი სახელწოდების შეცვლა: 2000 წლის 5 მაისის საქართველოს პრეზიდენტის ¹175 ბრძანებულებით ინსტიტუტს მიენიჭა სახელმწიფო სტატუსი და ეწოდა შპს ''საქართველოს სახელმწიფო კოოპერაციული ინსტიტუტი''. სსიპ ''საწარმოთა მართვის სააგენტოს'' 2006 წლის 1 აგვისტოს ¹1-3/516 ბრძანებით ინსტიტუტს ეწოდა შპს ,,საქართველოს ეკონომიკისა და სამართლის ინსტიტუტი”. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის ¹34 ბრძანებით 2009 წლის 23 დეკემბრიდან შპს ,,საქართველოს ეკონომიკისა და სამართლის ინსტიტუტს” შეეცვალა საფირმო სახელწოდება და ეწოდა შპს ,,საქართველოს ეკონომიკისა და სამართლის სასწავლო უნივერსიტეტი”.
ამჟამად ”საქართველოს ეკონომიკისა და სამართლის სასწავლო უნივერსიტეტი” წარმოადგენს აკრედიტებულ უმაღლეს სასწავლო დაწესებულებას. უნივერსიტეტი ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებს ”უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების, წესდების, შინაგანაწესის და სტრუქტურული ერთეულების დებულებების რეალიზაციის გზით.
ლოგო მნიშვნელოვან როლს თამაშობს დაწესებულების იმიჯის ჩამოყალიბებაში. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისათვის დღეს მეტად აქტუალურია საერთაშორისო საზოგადოებაში კარგად ცნობილი პროცესი, რომელსაც განვითარება ჰქვია. განვითარება პირველ რიგში ეკონომიკურ ზრდას გულისხმობს, თუმცა არანაკლები მნიშვნელობა აქვს განათლების სისტემების გაუმჯობესებას, განათლება ხელს უწყობს ეკონომიკურ განვითარებას, სოციალურ რეფორმებს და მოქალაქეთა ჩართვას საზოგადოებრივ საქმიანობაში, საქართველოსთვის ეს იმას ნიშნავს, რომ გავიდეთ თანამედროვე, განვითარებულ დასავლეთზე, შევეგუოთ ახალი ტიპის მსოფლიოს. აქედან გამომდინარე შეგვიძლია ავხსნათ ჩვენი ლოგოს მნიშვნელობა: საქართველოს ეკონომიკისა და სამართლის სასწავლო უნივერსიტეტის ლოგო შედგება ოთხი კომპონენტისაგან: I - აღნიშნავს მსოფლიოს - საერთაშორისო საზოგადოებას, რომელიც გამოსახულია გლობუსის სახით ზედხედში; II - ლურჯი რკალი აღნიშნავს მშვიდობას და საზოგადოების ერთიან განვითარებას; III - აბრევიატურა სესსუ - საქართველოს ეკონომიკისა და სამართლის სასწავლო უნივერსიტეტი GELEU - Georgian Economy and Law Educational University IV - წითელი რკალი, მიმართულია წინსვლისკენ ცოდნისა და განათლების მხრივ. ცოდნა სინათლეა . . .
საგანმანათლებლო საქმიანობის ძირითადი მიზნები ამოცანები მისია. უნივერსიტეტის მისიაა იყოს ლიდერი მაღალკვალიფიციური კადრების მომზადებაში. საგანმანათლებლო საქმიანობის ძირითადი მიზნები. 1.“სესსუ”-ს საგანმანათლებლო საქმიანობის ძირითადი მიზნებია:
a) სისტემურობის, მემკვიდრეობითობისა და უწყვეტობის პრინციპებზე დაფუძნებული მაღალხარისხიანი, ხელმისაწვდომი და თანამედროვე დონის განათლების უზრუნველყოფა, შრომის საერთაშორისო ბაზარზე კონკურენტუნარიანი სპეციალისტების მომზადება b) ქართული და მსოფლიო კულტურის ღირებულებების ჩამოყალიბებისათვის ხელშეწყობა, დემოკრატიისა და ჰუმანიზმის იდეალებზე ორიენტაცია, რომლებიც აუცილებელია სამოქალაქო საზოგადოების არსებობისა და განვითარებისათვის; g) პიროვნების ინტერესებისა და შესაძლებლობების შესატყვისი უმაღლესი განათლების მიღების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების მოთხოვნილებათა დაკმაყოფილება; d) პიროვნული პოტენციალის რეალიზება, შემოქმედებითი უნარ-ჩვევების განვითარება, თანამედროვე მოთხოვნების შესატყვისი კომპეტენციის მქონე პირების მომზადება, შიდა და საგარეო შრომის ბაზარზე უმაღლესი განათლების მქონე პირთა კონკურენტუნარიანობის უზრუნველყოფა, სტუდენტთა და ფართო საზოგადოების მოთხოვნათა შესაბამისი მაღალი ხარისხის უმაღლესი განათლების შეთავაზება დაინტერესებული პირებისათვის. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მიზნების მისაღწევად “სესსუ” უზრუნველყოფს შესაბამისი პირობების შექმნას.
შპს ”საქართველოს ეკონომიკისა და სამართლის სასწავლო უნივერსიტეტს” საკუთრებაში გააჩნია ორი ძირითადი შენობა-ნაგებობა (სასწავლო კორპუსი და სტუდენტთა საერთო საცხოვრებელი), დახურული სპორტული კომპლექსი, ღია სპორტული მოედანი და დამხმარე სათავსოები უნივერსიტეტის ტერიტორიაზე. უნივერსიტეტის საკუთრებაში არსებული მატერიალური რესურსი, კერძოდ სასწავლო კორპუსი, გამოიყენება უნივერსიტეტის მიზნების რეალიზაციისათვის, სასწავლო-სამეცნიერო პროცესის წარმართვის მიზნით. სასწავლო უნივერსიტეტი მისი მისიიდან გამომდინარე, ახორციელებს საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებს. უნივერსიტეტს აქვს სტუდენტთა განთავსებისათვის აუცილებელი ინვენტარით აღჭურვილი სასწავლო აუდიტორიები; ბიბლიოთეკა (წიგნსაცავი, სამკითხველო დარბაზი და მიმდებარედ არსებული ინტერნეტით უზრუნველყოფილი კომპიუტერები), რომელიც აკმაყოფილებს სწავლისათვის საჭირო მოთხოვნებს. გარდა ამისა, სასწავლო ფართში განთავსებული ზოგიერთი აუდიტორია აღჭურვილია ინდივიდუალური მაგიდებით, კომპიუტერებით, პროექტორით, თანამედროვე დაფებით, ინტერნეტით და სხვა. ამასთან, უნივერსიტეტის მფლობელობაში არსებული ფართი საშუალებას იძლევა შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებისათვის, მათი ინტერესების და შესაძლებლობის შესაბამისად, გარდა პროგრამით გათვალისწინებული შეფასების სისტემის კომპონენტების განხორციელებისა, ჩატარდეს სხვადასხვა სახის კონფერენციები, კონკურსები, ლექციები პოპულარულ თემებზე და სხვა ღონისძიებანი. უნივერსიტეტი საკუთარი მისიის და მიზნების მისაღწევად იყენებს ფინანსურ რესურსს მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განვითარებისათვის. შპს ”საქართველოს ეკონომიკისა და სამართლის სასწავლო უნივერსიტეტის” მატერიალური რესურსი შეიცავს საგანმანათლებლო დაწესებულებისათვის აუცილებელ სასწავლო ინვენტარს. მის საკუთრებაშია 88 კომპიუტერი, რომელთა უდიდესი ნაწილი გამოიყენება სტუდენტებისათვის სასწავლო პროცესის განხორციელებისას. ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზის მიმდებარედ არსებული ინტერნეტით უზრუნველყოფილი კომპიუტერები ხელმისაწვდომია სტუდენტების დამოუკიდებელი მუშაობისათვის, აგრეთვე აკადემიური პერსონალის, მოწვეული პერსონალის, მასწავლებლებისა და მკვლევარებისათვის ყოველდღე (გარდა კვირა დღისა) 930სთ-დან 2000სთ-მდე. აკადემიური პერსონალი უზრუნველყოფილია სამუშაო ოთახებით. უნივერსიტეტი საგანმანათლებლო და კვლევით საქმიანობაში სარგებლობს თანამედროვე საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებით: დიდი და მცირე საკონფერენციო დარბაზი აღჭურვილია პროექტორით, აუდიოტექნიკით; საგამოცდო ცენტრის ყველა კომპიუტერი ჩართულია ინტერნეტში; ლექტორს საშუალება აქვს გამოიყენოს პროექტორი მეცადინეობების (ლექციის, სემინარის, პრაქტიკული, ლაბორატორიული) ჩასატარებლად. კოლოკვიუმები და გამოცდები მიმდინარეობს ტესტირებით კომპიუტერების გამოყენებით, რისთვისაც უნივერსიტეტს შეძენილი აქვს შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფა. უნივერსიტეტს გააჩნია ვიდეომეთვალყურის სისტემა სასწავლო პროცესის ნორმალურად წარმართვისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. უნივერსიტეტს ხელშეკრულება აქვს დადებული შ.პ.ს. "Georgian Software Systems" -GSS კოდექსთან, რომლის საშუალებითაც ხელმისაწვდომია საქართველოს საკანონმდებლო ბაზა. უნივერსიტეტის მართვის პროცესში გამოიყენება საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიები: ტელეფონები, შიდა სატელეფონო ქსელი, ინტერნეტი, ელექტრონული ფოსტა და ვებგვერდი. უნივერსიტეტის სასწავლო კორპუსში დამონტაჟებულია ადმინისტრაციული, აკადემიური და დამხმარე პერსონალის მუშაობის დაწყებისა და დამთავრების აღრიცხვის ელექტრონული სისტემა.
0177, საქართველო, თბილისი, ვაჟა-ფშაველას 44. საქართველოს ეკონომიკისა და სამართლის სასწავლო უნივერსიტეტი
დირექტორი : სერგო მელაძე - ტელ/ფაქსი: (995 32) 39-18-03; ელ. ფოსტა: sessu@sessu.edu.ge
მოადგილე სასწავლო-აღმზრდელობით დარგში: რუსუდან სირბილაძე - ტელ: (995 32) 39-68-30; ელ. ფოსტა: r.sirbiladze@yahoo.com
ადმინისტრაციის ხელმძღვანელი: ნანა სიხარულიძე - ტელ: (995 32) 39 68-30; ელ. ფოსტა: nanisixaruli@mail.ru
ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი: რევაზ მელაძე - ტელ:(995 32) 39-18-74; ელ. ფოსტა: r.meladze@yahoo.com
სასწავლო პროცესის მართვის და სამეცნიერო საქმიანობის კოორდინაციის სამსახურის უფროსი: ლარისა ყორღანაშვილი - ტელ:(995 32)39-87-25; ელ. ფოსტა: qorganashvili@yahoo.com ; korganashvili@mail.ru
სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის რეესტრის წარმოებაზე პასუხისმგებელი პირი: ნუნუ რაფავა - ტელ: (995 32)39-87-25; 899 51 87 29; ელ. ფოსტა: n.rapava@yahoo.com
საბანკო რეკვიზიტები: |
|
|
|
||
|
|
ვებ-გვერდის მესაკუთრე: შპს საქართველოს ეკონომიკისა და სამართლის სასწავლო უნივერსიტეტი ვებ-გვერდის შექმნის თარიღი: 03.04.2007. განახლებულია: 09/02/10 |
|
|
|
თბილისი, ვაჟა ფშაველას 44; ტელ: (995 32) 39 18 03; ელ. ფოსტა: sessu@sessu.edu.ge www.sessu.edu.ge |
|