|
საქართველოს ეკონომიკისა და სამართლის სასწავლო უნივერსიტეტი Georgian Economy and Law Educational University
|
||
| მთავარი ჩვენს შესახებ ფაკულტეტები მეცნიერება სტუდენტი მობილობა ბიბლიოთეკა | ||
|
|
|
|
|
ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური
სასწავლო პროცესის მართვის და სამეცნიერო საქმიანობის კოორდინაციის სამსახური
|
უნივერსიტეტის საბიბლიოთეკო ფონდი შეიცავს 10060 წიგნს, აქედან 5916 სასწავლო სახელმძღვანელო, 4144 მხატვრული ლიტერატურა, ელექტრონული წიგნები -CD. სასწავლო სახელმძღვანელო წიგნადი ფონდის 84% -ზე მეტი წარმოადგენს 2000 წლის შემდეგ გამოცემულ ლიტერატურას. საბიბლიოთეკო ფონდის შევსება ხდება რეგულარულად უნივერსიტეტის მიერ დაგეგმილი საგანმანათლებლო პროგრამების შესაბამისად აკადემიური პერსონალის მოთხოვნათა საფუძველზე. უნივერსიტეტს გამოწერილი აქვს პერიოდული გამოცემები (ჟურნალები: ,,მაცნე”, ,,საქართველოს ეკონომიკა”, ,,ბიზნესი და კანონმდებლობა”, ,,აუდიტი, აღრიცხვა, ფინანსები”, ,,გადასახადები და აღრიცხვა”, ,,ეკონომისტი”; გაზეთები: ,,ახალი განათლება”, ,,24 საათი”) კონკრეტული საგანმანათლებლო პროგრამების მოთხოვნათა საფუძველზე. უნივერსიტეტს აქვს პაროლი თავისუფალი წვდომისათვის ელექტრონულ ბიბლიოთეკასთან www.Questia.com ; ბიბლიოთეკის მიმდებარედ არსებულ ინტერნეტ კუთხის კომპიუტერში შესაძლებელია "Georgian Software Systems" -GSS კოდექსთან, ქართული საკანონმდებლო ბაზით სარგებლობა. უნივერსიტეტში არსებობს საბიბლიოთეკო ფონდის კატალოგი (ქაღალდის და ელექტრონული წიგნობრივი ფონდის საინვენტარო წიგნი, მკითხველის სარეგისტრაციო ჟურნალი, მკითხველის ბარათები). ბიბლიოთეკით სარგებლობის წესი განსაზღვრავს ბიბლიოთეკაში გაწევრიანების, სარგებლობისა და ბიბლიოთეკაში ქცევის წესებს, აგრეთვე სამუშაო განრიგს. უნივერსიტეტის მისიისა და მიზნებიდან გამომდინარე ბიბლიოთეკით სარგებლობა შეუძლიათ როგორც სტუდენტებს ასევე აკადემიურ პერსონალს, მოწვეულ პერსონალს, მასწავლებლებს, მკვლევარებს და უნივერსიტეტის სხვა თანამშრომლებს. ბიბლიოთეკა მოიცავს სამკითხველო დარბაზს, მიმდებარედ არსებულ ინტერნეტით უზრუნველყოფილ კომპიუტერებს და დარბაზისაგან გამიჯნულ წიგნსაცავს. სამკითხველო დარბაზი აღჭურვილია აუცილებელი საბიბლიოთეკო ინვენტარით, ანბანური კატალოგით. ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზის მიმდებარედ არსებული ინტერნეტით უზრუნველყოფილი კომპიუტერები ხელმისაწვდომია სტუდენტების დამოუკიდებელი მუშაობისათვის, აგრეთვე აკადემიური პერსონალის, მოწვეული პერსონალის, მასწავლებლებისა და მკვლევარებისათვის ყოველდღე (გარდა კვირა დღისა) 930სთ-დან 2000სთ-მდე. |
|
|
|
||
|
|
||
|
|
||
|
|
ვებ-გვერდის მესაკუთრე: შპს საქართველოს ეკონომიკისა და სამართლის სასწავლო უნივერსიტეტი ვებ-გვერდის შექმნის თარიღი: 03.04.2007. განახლებულია: 07/17/10 |
|
|
|
თბილისი, ვაჟა ფშაველას 44; ტელ: (995 32) 39 18 03; ელ. ფოსტა: sessu@sessu.edu.ge www.sessu.edu.ge |
|